საექთნო მოვლის სამსახური · თბილისი

პროფესიონალური საექთნო მოვლა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ

ნიუ მედ ჰაუსი — სტაციონარული ტიპის საექთნო მოვლის დაწესებულება პაციენტებისთვის, რომლებსაც გაწერის შემდეგ მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა სჭირდებათ.

ოჯახებისთვის

ნაცნობი სიტუაციაა?

ვერ უვლით რეანიმაციიდან გამოწერილ პაციენტს?

ვერ უზრუნველყოფთ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას?

თქვენი პაციენტი პალიატიური არ არის და წინსვლის პერსპექტივას ხედავთ?

შემოგთავაზეს ბინაზე გაწერა, მაგრამ შინ წაყვანას ვერ ახერხებთ?

ნიუ მედ ჰაუსის პროფესიონალთა გუნდი თქვენ გვერდითაა.

ჩვენ შესახებ

მოვლა, რომლის მიღწევაც შინ შეუძლებელია

ნიუ მედ ჰაუსი წარმოადგენს სტაციონარული ტიპის საექთნო მოვლის დაწესებულებას. ვემსახურებით ადამიანებს, რომლებმაც მკურნალობა სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებაში გაიარეს და გაეწერნენ, თუმცა მათი ფიზიკური მდგომარეობა კვლავ საჭიროებს მედპერსონალის მუდმივ მეთვალყურეობასა და მოვლას.

გთავაზობთ პაციენტის მოვლის იმ ხარისხს, რომლის მიღწევაც ბინაზე საექთნო პოსტის მოწყობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. ამას განაპირობებს ექიმი-რეანიმატოლოგის ყოველდღიური ვიზიტი და, საჭიროების შემთხვევაში, სანაციური ბრონქოსკოპია — დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

ჩვენს დაწესებულებას ანალოგი არ გააჩნია ქვეყნის მასშტაბით.
ნიუ მედ ჰაუსის პალატა ორადგილიანი პალატა

ვის ვემსახურებით

მოვლა გაწერის შემდგომ პერიოდში

რეანიმაციის შემდგომი პერიოდი

პაციენტები, რომლებიც რეანიმაციიდან გაეწერნენ და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.

ინსულტის შემდგომი პერიოდი

მათ შორის პაციენტები ტრაქეოსტომიით.

პოსტტრავმული პერიოდი

მოვლა და მეთვალყურეობა ტრავმის შემდგომ პერიოდში.

ეს მხოლოდ მაგალითებია — თქვენი პაციენტის შესახებ დაგვირეკეთ და გაგიწევთ კონსულტაციას.

უპირატესობები

რატომ ნიუ მედ ჰაუსი

ექიმის ყოველდღიური ვიზიტი

პაციენტს ყოველდღე ნახულობს ექიმი-რეანიმატოლოგი.

სანაციური ბრონქოსკოპია

საჭიროების შემთხვევაში — დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

მუდმივი მეთვალყურეობა

მედპერსონალი მუდმივად აკვირდება პაციენტის მდგომარეობას.

პროფესიონალთა გუნდი

კვალიფიციური საექთნო მოვლის სერვისი თქვენი პაციენტისთვის.

სრულყოფილი აღჭურვილობა

ყველაფერი, რაც თქვენი პაციენტის მოვლისთვის არის საჭირო.

ოჯახური გარემო

მყუდრო, ოჯახური და ოპტიმალური გარემო პაციენტისთვის.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით — ვისაუბროთ თქვენს პაციენტზე

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ. გიპასუხებთ ყველა კითხვაზე მოვლის პირობებისა და პაციენტის მიღების შესახებ.

მოგვწერეთ